პროექტის მიზანდასახულება: დიდი პოეტის რთული და იდუმალი სამყაროს უფრო ღრმად გაცნობა
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს მოსწავლეთა ინტერესს გალაკტიონის პოეზიისა და პიროვნებისადმი, ასევე უცხოელი სიმბოლისტი პოეტებისადმი. განუმტკიცებს ცოდნას და გააღრმავებს მათს წარმოდგენას პოეტის მსოფლხედვაზე, მის ზნეობრივ ღირებულებებზე, მოსწავლეები გაიაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად, ადამიანისათვის ცხოვრებაში რწმენის არსებობა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ პოეტური აზროვნება და გემოვნება, შედარებითი ანალიზის , ასევე სინთეზირებისა და დასკვნების კეთების უნარი. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ პოეზიის , კონკრეტულად კი გალაკტიონის პოეზიის მიმართ სიყვარული.
მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 3-4 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა პოეზიისა და ლიტერატურისადმი, გალაკტიონის პოეზიის კვლევის უნარის აღძვრა,დამოუკიდებელი მუშაობის , კითხვის, აზროვნებისა და წერის უნარების განვითარება, ჯგუფური მუშაობის,სოციალური ურთიერთობის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება, დიდი პოეტის პოეზიის დემონური და ღვთაებრივი მიმართულებების აღმოჩენა და კვლევა, პარალელებისა და მსგავსება-განსხვავებათა მოძიება ჯორჯ ბაირონის, ფრანგი სიმბოლისტების, განსაკუთრებით შარლ ბოდლერის პოეზიის თემატიკის მიხედვით. მცირე პოეტური ანთოლოგიის შედგენა, ელექტრონული პოეტური ჟურნალის შექმნა და გამოქვეყნება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სათანადო ლიტერატურა- გალაკტიონის, ბაირონის, ბოდლერის პოეზია და პროზა, სალიტერატურო კრიტიკა ამ პოეტთა შემოქმედების შესახებ( ნოდარ ტაბიძის, რევაზ თვარაძის , ვახტანგ ჯავახაძის, მიხეილ კვესელავას, ზვიად გამსახურდიას, ინესა მერაბიშვილის და სხვათა მონოგრაფიები ), გალაკტიონოლოგიის ტომები, MS PowerPoint, MS Word , Youtube.com და www.wikipedia.org- ის მასალები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, სტიკერები, მარკერები.
პროექტის მსვლელობა: სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება, ჯგუფებისათვის
კონკრეტული დავალებების განაწილება;
I ჯგუფი მუშაობს
გალაკტიონის პოეზიაში ღვთაებრივის გამარჯვების ამსახველ ლექსებზე( „მზეო
თიბათვისა“, „ვარსკვლავია“, „სასწაულს“ და სხვა ) და აკეთებს ჩანაწერებს.
II ჯგუფი მუშაობს დემონურის ამსახველ ლექსებზე(
„სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „ თოვლი“, „ლურჯა ცხენები“ და სხვა) და აკეთებს
ჩანაწერებს.
III ჯგუფი მუშაობს ბაირონისა და ბოდლერის პოეზიაზე,
იკვლევს მსგავსი თემატიკის ლექსებს, ადარებს
ერთმანეთს და აკეთებს ჩანაწერებს.
IV ჯგუფი არკვევს სალიტერატურო კრიტიკის დამოკიდებულებას
მოცემული პრობლემისადმი, აკონკრეტებს და ადარებს ერთმანეთს კრიტიკოსთა შეხედულებებს და აკეთებს ჩანაწერებს.
V ჯგუფი ( ექსპერტები )
მოძიებულ მასალას აჯამებს, შეგროვებული ჩანაწერების დახარისხების
შედეგად ამზადებს რეზიუმეს.
VI ჯგუფი
მუშაობს პროექტის ტექნიკური მხარის
მოსამზადებლად, ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე
ამზადებს ბუკლეტს გამოსაცემად,
პრეზენტაციას აუდიტორიისათვის, ელექტრონულ ჟურნალს.
საბოლოოდ მოხდება
ა) პროექტის პროდუქტის
პრეზენტაცია,
ბ)ბუკლეტების გაცნობა- დარიგება,
გ)ელექტრონული ჟურნალის ჩვენება
კავშირი
ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან
და
საგნობრივ
ჯგუფებთან:
ესგ. X I I 1.2,3,4,5,6,11.
ინგლისური
ენისა
და
ინფორმატიკის
მასწავლებლების
დახმარებით
მოძიებულ მასალაზე მუშაობა
პროექტის
ხელმძღვანელი:
ბელა
დურგლიშვილი
No comments:
Post a Comment